155 გოლი – „აიაქსმა“ პირადი რეკორდი დაამყარა და ისტორია გადაწერა

347
ამსტერდამის “აიაქსმა” პირადი რეკორდი დაამყარა. ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილებმა 2019 წელს 155 ბურთი შეაგდეს, მსგავსი შედეგი კი ამ კლუბს ისტორიაში აქამდე არასდროს არ ჰქონია.
როგორც იცით, ამსტერდამელებმა ჰოლანდიის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი მოიგეს. გუნდი ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც “ტოტენჰემთან” დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსი” ჯგუფში ჩარჩა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც “ხეტაფეს” დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ “აიაქსს” მიმდინარე წელს ერთი თამაში (22 დეკემბერს) “დენ ჰააგთან” კიდევ დარჩა და არაერთი გოლის გატანა შეუძლია.
წყარო: sportall.ge
SHARE