თბილისის „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამ“ საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს

495
25 ივლისს თბილისის “დინამომ” და საჩხერის “ჩიხურამ” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გამართეს.
ამით სამივე ქართულმა კლუბმე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი უკვე გამართა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ზაგრების “დინამოსთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
თბილისის “დინამომ” სტუმრად აზერბაიჯანული “გაბალა” 2:0 დაამარცხა. ხოლო საჩხერის “ჩიხურამ” “დინამო არენაზე” “აბერდინთან” 1:1 ითამაშა.
ამ მატჩების შემდეგ საქართველო უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 46-ე ადგილზე იმყოფება.
ამ დროისთვის საქართველოს 1.625 ქულა აქვს, რითაც უელსს გადავუსწარით.
მოვყვებით ქრონოლოგიურად, თუ რამდენი სარეიტინგო ქულა მოიპოვეს ქართულმა კლუბებმა ევროთასების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში.
რადგან საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზაგრების “დინამოსთან” დამარცხდა, სარეიტინგო ქულა ვერ მიიღო.
თბილისის “დინამომ” “გაბალასთან” მოგებით 0.25 ქულა მოიპოვა, ხოლო საჩხერის “ჩიხურამ” “აბერდინთან” ფრით 0.125 ქულა მიიღო.
დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:
  • “დინამო” (თბ) – 0.75 (3 მოგება)
  • “ჩიხურა” – 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე)
  • “საბურთალო” – 0.25 (1 მოგება, 2 მარცხი)
  • “ტორპედო” – 0 (1 მარცხი)
  • ჯამში: 1.625 ქულა
როგორც ხედავთ, ევროთასებზე შემორჩენილი გუნდებიდან ყველაზე ცოტა ქულა “საბურთალოს” აქვს მოპოვებული, თუმცა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ყველაფერი წინ აქვს და თუ ზაგრების “დინამოს” ბარიერი ვერ გადალახა, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბებმა გასულ სეზონში 1.625 ქულა მოიპოვეს, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე მიაღწიეს ამ ნიშნულს და დიდი ალბათობით, ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებენ კიდევაც.
მიმდინარე ცხრილში, ანუ ბოლო 5 წლის მონაცემებით (მიმდინარეს ჩათვლით), საქართველოს 5.125 ქულა აქვს და 45-ეზე მყოფი ისლანდია მხოლოდ 0.25 ქულით გვისწრებს. ჩვენგან განსხვავებით, ისლანდიას ევროთასებზე 4-დან მხოლოდ 2 გუნდი შემორჩა.
წყარო: sportall.ge
SHARE