ბასილაშვილი მოგებით იწყებს

467

ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცთა ერთეულტა თანრიგში, პირველ წრეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისთვის კარგად ნაცნობ უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ხვდებოდა.

ნიკამ პირველი სეტი არცთუ ისე დამაჯერებგლად ჩაატარა და 3:6 დამარცხდა. მეორე სეტში ქართველმა თამაში გამოასწორა, 6:4 მოიგო და სეტებსი ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი თვიდან ბოლომდე ნიკას კარნახით წარიმართა, მან, ფაქტობრივად, შანსი არ დაუტოვა ფუჩოვიჩს და საბოლოო ჯამში 6:2 მოიგო და სეტებშიც დაწინაურდა.

კარგად დაიწყო მეოთხე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის. თავიდან მეტოქეებმა მოწოდებებიი გაცვალეს, მესამე გეიმში, ფუჩოვიჩის მოწოდება ბასილამ მშრალად მოიგო და ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მეოთხე სეტი ფუჩოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

საქმე გადამწყვეტ სეტამდე მივიდა, რომელიც ბასილშვილი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა – ფიუჩოვიჩი ბრეიკით დაწინარდა, მაგრამ ნიკამ მოახეხა მობილიზება, დაკარგული მოწოდებაც დაიბრუნდა და საბოლოოდ საათსა და 40 წუთში მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამრიგად ფუჩოვიჩი-ბასილაშვილი 6:3, 4:6, 2:6, 6:3, 3:6.

SHARE