ოფიციალურად: ევრო 2020 ერთი წლით გადაიდო!

375

ეს უკვე ოფიციალურ ინფორმაციაა – უეფას საგანგებო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ევრო 2020 მომალის წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

სხვა ტურნირების თაობაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. ცნობილი გახდა, რომ უეფა მოითხოვს ეროვნული ასოციაციებისგან, ჩემპიონატები ივნისის ბოლოს დაასრულონ. შესაბამისად, თავად უეფამ ამავე ვადაში უნდა დაასრულოს ევროტურნირების შეჩერებული სეზონი.

გადაწყდა, რომ შეიქმნება 2 სამუშაო ჯგუფი – ერთი, რომელიც ახალ საერთაშორისო კალენდარზე იმუშავებს, და მეორე, რომელიც ფინანსურ საკითხებს მიხედავს. და მაინც, დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას…

წყარო: lelo.ge

SHARE