როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი არც თავად “პარი სენ-ჟერმენია”.
აქამდე იწერებოდა, თითქოს კატალონიური კლუბი “პსჟ”-ს ვარსკვლავის სანაცვლოდ კოუტინიოს ან დემბელეს დათმობდა.
Marca-ს ცნობით, “პარიზმა” “ბლაუგრანას” სულ სხვა მოთამაშე აირჩია.
საუბარი ივან რაკიტიჩზეა, რომელიც “კამპ ნოუს” დატოვებასთან ახლოს ისედაც იმყოფება.
“ლურჯ-წითლები” ხორვატის გარდა ფულსაც ითხოვენ, რამდენს? ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: goal.ge