„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი ამტკიცებს, რომ მას გუნდის ნახევარმცველ პოლ პოგბასთან პრობლემა აქამდე არასდროს ჰქონია.
სულ ახლახანს, „იუნაიტედის“ წინასასეზონო მზადების ვიდეოზე ჩანს, თითქოს ჯესი ლინგარდი და პოგბა კამათობენ და თითქოს, ჩხუბობენ კიდეც.
„ეს პოგბას წინააღმდეგ შეთქმულება იყო. ის დიდებული ბიჭია, ნამდვილი პროფესიონალი, რომელთანაც არასდროს პრობლემა არ მქონია. პოლს „ოქროს გული“ აქვს.“ – ციტირებს სოლსკიაერს BBC.
„პოლი თავის თავს გუნდისგან განცალკევებით არასდროს აყენებს და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. აგენტები ყოველთვის რაღაცას ლაპარაკობენ. სულ ვერ ვიჯდები და ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა თქვა ამა თუ იმ აგენტმა. პოგბას კონტრაქტით კიდევ რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი და ის შესანიშნავად ასპარეზბოს.“ – დაასრულა მწვრთნელმა.