ბარსელონა თანამშრომლებს ხელფასს გრიზმანის გამო უგვიანებს

358

იმის გამო, რომ „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ გრიზმანის განვადებაზე უარი თქვა, კატალონიელებს პრობლემა შეექმნათ.

„ბლაუგრანა“ გეგმავდა, რომ ფრანგის ტრანსფერი დღეს, 10 ივლისს, ოფიციალურად დაედასტურებინა, 12 ივლისს კი გულშემატკივრების წინაშე წარედგინა. სამწუხაროდ, ეს იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ როგორც უკვე გითხარით, „ბარსელონა“ გრიზმანისთვის საჭირო 120 მილიონ ევროს ვერ შოულობს.

ტრანსფერი იმდენად გართულდა, რომ კატალონიური კლუბის თანამშრომლებს 3 დღით ივნისის ხელფასი დაუგვიანეს.

წყარო: goal.ge
SHARE