“ლოს-ანჯელეს გალაქსის” ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი პირადი ჯილდო მოიპოვა.
შვედი MLS-ის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
“ამერიკელ გალაქტიკოსთა” თავდამსხმელმა ჩამოიტოვა უეინ რუნი, ჯოზეფ მარტინესი და აარონ ლონგი.
სკანდინავიელს პრიზი ტელე-არხმა ABC-იმ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიული კლუბის წარმომადგენელმა აღნიშნული ჯილდო უკვე მეცხრედ მოიგო.
იბრაჰიმოვიჩამდე ტიტულს ხუთჯერ ლენდონ დონოვანი დაეუფლა, ორჯერ დევიდ ბექჰემი და ერთხელაც რობი კინი.
წყარო: goal.ge