კვირას ინგლისში საფეხბურთო სეზონი სუპერთასით (Community Shield) იხსნება – “უემბლიზე” “ლივერპული” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ძალიან ცუდად გამოიყურება.
განსაკუთრებით ეს ითქმის დაცვაზე და ამის დასტურია თუნდაც ბოლო ამხანაგური მატჩი “ნაპოლისთან”, რომელიც იტალიელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ერთი მხრივ, ეს გასაგებია – “ლივერპულმა” სეზონისთვის მზადება გვიან დაიწყო ცნობილ მიზეზთა გამო.
თუმცა ლამის ყველა მატჩში 3-3 გოლის გაშვება ნამეტანია და სწორედ ამას შიშობს იურგენ კლოპი: “არ ველოდები, რომ კვირას საუკეთესო მატჩს ჩავატარებთ, უფრო პირიქით. თუმცა, ნებისმიერ ვარიანტში, ეს ძალიან სასარგებლო ტესტი იქნება პრემიერლიგის დაწყების წინ. მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში, თორემ “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ასეთი დაცვით შესაფერის და ძალიან დარტყმას მივიღებთ”, – ამბობს კლოპი.
ამას გარდა, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სუპერთასის ამ დროს ჩატარების, ან საერთოდ მისი არსებობის მიზანშეწონილებას: “არ მესმის, რატომ ვთამაშობთ მატჩს ან ტურნირს, რომელიც არაფერს გვაძლევს?! რატომ არ ვაუქმებთ ასეთ თამაშებს? გერმანიაში 5-ჯერ მაქვს მოგებული სუპერთასი და რა მერე?! არავინ სათვალავში არ იღებს. არადა, ყოველ წელს ვთამაშობთ…
თუმცა ხალხს ეს მოსწონს – “ოჰ, ეს ხომ სუპერთასია!” – ხშირად გაიგონებთ. ისე კი, რა საინტერესოა – მოიგებ და თითქოს არავის უხარია, არავის არაფრად მიაჩნია, მაგრამ წააგებ თუ არა, გულშემატკივარი ნაწყენი რჩება. მაინტერესებს პასუხი კითხვაზე – რა ნიშნავს ეს ტიტული კლუბის
წყარო: lelo.ge