ნენად ბიელიცა: საბურთალო ჩემთვის სიურპრიზი იყო, ამ გუნდს ევროპალიგის ჯგუფში შესვლა შეუძლია

395

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ მატჩის შემდეგ თქვა, რომ “საბურთალოს” სტილი მისთვის სიურპრიზი იყო:

– ვიცოდით, რომ უნდა მოგვეთმინა და მეტოქეს დავამარცხებდით.  “საბურთალო” რომ კარგი გუნდია, ეს დღესაც გამოჩნდა – ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. დასაწყისში ჩვენ კარგად ვერ გამოვიყურებოდით, მაგრამ დენი ოლმოსა და ბრუნო პეტკოვიჩის შესვლის შემდეგ თამაში აშკარად გამოსწორდა და ჩვენი უპირატესობა გამოიკვეთა. დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. “საბურთალოს” სტილი ჩემთვის სიურპრიზი იყო. ამ გუნდს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ევროპალიგის ჯგუფში შესვლის უნარი შესწევს.

ხორვატული გამოცემა index.hr წერს: ბიელიცას გუნდმა პირველი მატჩი 2:0 მოიგოამისმიუხედავადზაგრების “დინამოს” მწვრთნელი ნერვული აფეთქების ზღვარზე იყობოლო 30 წუთიადგილზე ვერ ჩერდებოდასულ ფეხზე იდგაყვიროდახტუნავდა… სტრესმა მხოლოდ მაშინგაუარაროცა მოედანზე ოლმო და პეტკოვიჩი შევიდნენ“.

წყარო: lelo.ge

SHARE