სკოტებთან ოთხი ცვლიოლებით, ბრიტანელები კი 12 ცვლილებით დაგვიხვდებიან

469

საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს ედინბურგში, „მარიფელდზე“ შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ბრიტანეთში ორშაბათს გაემგზავრა და მომავალი მატჩისთვის მზადებას ადგილზე გადიოდა.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. „სკოტებთან“ მატჩის განაცხადში არ არიან შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, გარემარბი ალექსანდრე თოდუა და მგეზავი ლაშა ხმალაძე. პირველად გამოჩნდა ნაკრების შემადგენლობაში შუამარბი გიორგი კვესელაძე, რომელსაც ხელი ქონდა დაშავებული და მკურნალობდა. ის თამაშში თადარიგიდან ჩაერთვება.

ძირითადი პირველი ხაზი იგივეა, რაც შოტლანდიასთან პირველ მატჩში იყო. კვალავ არ არის შემადგენლობაში შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე. სათადარიგო კვაჭი ახალგაზრდა ვანო კარკაძეა. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძისა და გიორგი ნემსაძის გამოცდილი წყვილი ითამაშებს. მათი სათადარიგო ლაშა ლომიძეა.

მესამე ხაზში გადაინაცვლა შალვა სუთიაშვილმა. წინა მატჩი გამოტოვა და ახლა ძირითადშია გიორგი თხილაიშვილი. რვა ნომრის პოზიციაზე ისევ ბექა გორგაძეა. ბექა საღინაძე კი, სათადარიგოთა შორისა.

უცვლელია ღერძი. ამჯერადაც ნაკრების თამაშს ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე წაიყვანენ. ცხრა ნომრის შემცვლელი გელა აფრასიძე იქნება. შუამარბების წყვილი ძველი მეგობრები ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა იქნებიან. აქ შემცვლელი თამაზ მჭედლიძეა.

გარემარბად გადაინაცვლა ზურაბ ძნელაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე ისევ მირიან მოდებაძე ითამაშებს. ფულბეკი ისევ სოსო მათიაშვილი იქნება.
საბრძოლო რაზმი დაასახელა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმაც, რომელმაც თბილისური მატჩის შემადგენლობაში 12 ცვლილება განახორციელა. „სკოტების“ თავკაცი ცდილობს სათამაშო პრაქტიკა ყველა მის რჩეულს სათანადოდ, ქონდეს. არ ითამაშებენ გრეგ ლეიდლოუ, ფინ რასელი და ჰემიშ ვოტსონი. ისევ არ არის განაცხადში სტიუარტ ჰოგი.

„ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ერთად ვართ. პარასკევს საღამოს კი, წლეულს ბოლო მატჩს გავმართავთ საკუთარი ქომაგებისთვის.

საქართველოსთან თამაში კიდევ ერთი შანსია მორაგბეებისთვის ფასდაუდებელი სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ ქართველები უკეთ ითამაშებენ. მათ უკვე გაანალიზეს ჩვენ როგორ ვთამაშობთ. ვფიქრობ, რომ ძალიან რთული მატჩი გვექნება. გამარჯვების მისაღწევად ჩვენმა მოთამაშეებმა მაქსიმუმი უნდა გაიღონ“ – თქვა გრეგორ თაუნსენდმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. 8 სექტემბერს კი, „ბორჯღალოსნები“ გეზს იაპონიისკენ აიღებენ.
შოტლანდია-საქართველო

შოტლანდია: 15. ბლეირ კინგჰორნი, 14. ტომი სეიმური, 13. დანკან ტეილორი, 12. სემ ჯონსონი, 11. დარსი გრემი, 10. ადამ ჰასტინგსი, 9. ალი პრაისი 1. გორდონ რიდი, 2. ჯორჯ ტარნერი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. სკოტ კამინგსი, 5. ჯონი გრეი, 6. რაიან ვილსონი, 7. ჯემი რიტჩი, 8. ბლედ ტომსონი
16. გრანრ სტიუარტი, 17. ალან დეილი, 18. საიმონ ბერგენი, 19. ბენ ტულისი, 20. მაგნუს ბრედბერი, 21. ჯორჯ ჰორნი, 22. პიტ ჰორნი, 23. კრის ჰარისი
საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე

16. ვანო კარკაძე, 17. გიორგი გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე

მსაჯი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

მსოფლიოს თასი

23 სექტემბერი
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი
საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი
საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი
საქართველო-ავსტრალია

წყარო: lelo.ge

SHARE