უკვე საკმაო ხანია ცნობილია, რომ უეფა მესამე საკლუბო ევროტურნირის შექმნას გეგმავს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, უეფამ ამ ახალ ტურნირს უკვე სახელიც შეურჩია და მას “კონფერენციის ლიგა” დაერქმევა.
როგორც გერმანული გამოცემის წყარო იუწყება, ახალი საკლუბო ტურნირი, შესაძლებელია, 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყოს.
“კონფერენციის ლიგა” იქნება მესამე ევროტურნირი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის შემდეგ და იგი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი ფორმატით ჩატარდება – 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები 1/8 ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მესმეადგილოსნებს შეხვდებიან.
“კონფერენციის ლიგის” გამარჯვებული მომავალ გათამაშებაში ევროპალიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
წყარო: lelo.ge