A ჯგუფი
ბრიუგე-გალათასარაი 20:55
არ ითამაშებს: – ბელჰანდა
საეჭვოა: –
პსჟ-რეალი 23:00
არ ითამაშებს: მბაპე, ნეიმარი, დაგბა, კერერი, დრაქსლერი, კავანი – მოდრიჩი, ასენსიო, ბრაიმი, ვალვერდე, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო
საეჭვოა: ბერნატი – ისკო
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): ნავასი – მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი – მარკინიოსი, გიე, ვერატი – სარაბია, იკარდი, დი მარია
რეალი (4-3-3): კურტუა – კარვახალი, ვარანი, მილიტაო, მენდი – კაზემირო, კროოსი, ხამეს როდრიგესი; ბეილი, ბენზემა, აზარი
B ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-ტოტენჰემი 20:55
არ ითამაშებს: – ლო სელსო, ფოიტი, სესენიონი, ორიე, როუზი
საეჭვოა: სემედუ – სანჩესი
ბაიერნი-ცრვენა ზვეზდა 23:00
არ ითამაშებს: ალაბა, გორეტცკა – ტომანე, როდიჩი
საეჭვოა: –
ბაიერნი (სავარაუდო): ნოიერი – პავარი, ზიულე, ბოატენგი, ლუკა ერნანდესი – კიმიხი, ტოლისო, კოუტინიო – გნაბრი, ლევანდოვსკი, პერიშიჩი
C ჯგუფი
შახტარი-მანჩესტერ სიტი 23:00
არ ითამაშებს: ხოჭოლავა, ტოტოვიცკი – ლაპორტი, სანე, ფოდენი
საეჭვოა: ტაისონი – მენდი, სტოუნსი
მანჩესტერ სიტი (სავარაუდო): ედერსონი – კანსელო, ფერნანდინიო, ოტამენდი, ზინჩენკო – დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, გაბრიელ ჟეზუში, სტერლინგი
დინამო ზ-ატალანტა 23:00
არ ითამაშებს: –
საეჭვოა: მორო – მურიელი
D ჯგუფი
ატლეტიკო-იუვენტუსი 23:00
არ ითამაშებს: გარსესი – დე შილიო, დუგლას კოშტა
საეჭვოა: თომასი, მორატა – პიანიჩი
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი – კოკე, საულ ნიგესი, ლორენტე, ლემარი – ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი – დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო – ხედირა, ბენტანკური, მატუიდი – ბერნარდესკი, იგუაინი, რონალდო
ლევერკუზენი-ლოკომოტივი 23:00
არ ითამაშებს: პოჰიანპალო – ალექსეი მირანჩუკი, კვირკველია
საეჭვოა: – ჰიოვედესი, ანტონ მირანჩუკი
გრძელდება ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური – საქმეში ქართველთა გუნდებიც ჩაერთვებიან, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენებურებს დღეს ვერ ვიხილავთ. დღის ცენტრალური დაპირისპირება კი მადრიდშია, სადაც “ატლეტიკო” “იუვენტუსს” მასპინძლობს…
წლევანდელ ლიგაზე მოსკოვის “ლოკომოტივის” განაცხადში საბა კვირკველიაა, ხოლო დონეცკის”შახტარის” სიაში – დავით ხოჭოლავა. ორივე ცენტრალური მცველი ტრავმირებულია – ხოჭოლავა “სიტისთან” ძალზე საინტერესო დაპირისპირებას დააკლდება, ხოლო კვირკველია რუსულ კლუბს ლევერკუზენში ვერ გაყვა.
იმჯუფში,სადაც კვირკველიას “ლოკომოტივია”, დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” “იუვენტუსს” მასპინძლობს. გახსოვთ ალბათ, შარშანდელი მერვედფინალური დაპირისპირება, რომელიც რაღაც ორგანოების დატოლებაში გადაიზარდა, რისი ინსპირატორიც დიეგო სიმეონე იყო, მოპასუხე კი – კრიშტიანო რონალდო.
“ატლეტიკო” და “იუვენტუსი” ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ, ესპანელებმა 2 მატჩი მოიგეს, 1 – იტალიელებმა, მაგრამ შური სიმეონეს გუნდს აქვს საძიებელი, მერვედფინალში დამარცხებისთვის. “როხიბლანკოს” მხარეს ისტორიაა – მადრიდში აქამდე ორივე შეხვედრა ესპანელებმა მოიგეს.
მერვედფინალში ხიმენესისა და გოდინის გოლებით “ატლეტიკომ” 2:0 მოიგო, მაგრამ ტურინში “როხიბლანკოს” კოშმარად კრიშტიანო იქცა, ვინც სტუმართა კარში ჰეთ თრიკი შეასრულა და დიეგო სიმეონეს უხეშ ჟესტს მსგავსით უპასუხა.
მანამდე იყო ამ ორი გუნდის დაპირისპირება 2014/15 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე. მადრიდში “ატლეტიკომ” არდა თურანის გოლით მოიგო. ტურინული მატჩი 0:0 მორჩა – “ატლეტიკო” ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, “იუვე” – მეორე ადგილით.
ასევე ძალზე საინტერესო დაპირისპირებაა პარიზში, სადაც “პარი სენ-ჟერმენი” და “რეალი” ხვდებიან ერთმანეთს. ორივე გუნდს ძალიან დიდი დანაკლასი აქვს. პარიზელებს სამივე სასტარტო ფორვარდი აკლიათ – ნეიმარი დისკვალიფიცირებულია, ედინსონ კავანი და კილიან მბაპე კი – ტრავმირებულები. ასე რომ, პსჟ დიდწილად, ახალწვეულ მაურო იკარდის იმედად არის.
ფაქტები
* კრიშტიანო რონალდო ევროთასებზე 8-ჯერ ეთამაშა “ატლეტიკოს” და 7 გოლი გაუტანა.
* “ატლეტიკო” მეათედ თამაშობს ჯგუფურ ეტაპზე. წინა 9 შემთხვევიდან 7-ში ესპანური კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
* “ატლეტიკომ” ბოლო 6 მატჩი მოიგო შინ იტალიურ კლუბებთან, 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.
* ბოლო 10 სეზონში “ატლეტიკომ” 5-ჯერ ითამაშა ფინალებში: 2-ჯერ ლიგაზე, 3-ჯერ – ევროპალიგაზე.
* “იუვენტუსი” მეოცედ თამაშობს ლიგის ამ ეტაპზე. წინა 19 შემთხვევიდან 16-ჯერ გავიდა ჯგუფური ეტაპიდან.
* “იუვენტუსი” ამ ტურნირის ფინალებში 9-ჯერ გავიდა, მოიგო 1985 და 1996 წლებში, ხოლო სარეკორდო 7-ჯერ დამარცხდა. აქედან, ზედიზედ 5-ჯერ ბოლოს.
* “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი მატჩი აქვს მოგებული გასვლაზე.
* პსჟ–სა და “რეალის” ბოლო 3 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
წყარო: lelo.ge