სკანდალი მწიფდება! შესაძლოა, რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არ დაუშვან!..

617

რუსეთის ნაკრები რისკავს, რომ დოპინგსკანდალის გამო მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატზე არ დაუშვან, – წერს ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი”. როგორც წერენ, თუ საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) დაამტკიცებს და აამოქმედებს სანქციებს რუსული სპორტის მიმართ, ცხადია, ეს შეეხება ფუხბურთსაც.

შესაძლოა, ცოტა ხანში რუსული ანტისადოპინგო სააგენტო WADA-მ მისი კოდექსის შეუსაბამოდ სცნოს, რადგან მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემები საერთაშორისო ბაზაში (LIMS) არსებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

WADA-მ რუსეთს სამკვირიანი ვადა მისცა, რათა არსებული დარღვევების თაობაზე ახსნა-განმარტება გააკეთოს. თუმცა რუსები სულაც არ მიიჩნევენ, რომ სიტუცია კატასტროფულია:

“როგორც ჩვენ გვესმის, შეკითხვები გაჩნდა უშუალოდ ანტისადოპინგო სტრუქტურებთან, რომლებიც მუშაობენ რუსეთში. ფიფას, უეფასა და WADA-ს მხრიდან კი რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. იმედი გვაქვს, რუსული სპორტი საერთაშორისო სარბიელზე წარმოდგენილი იქნება შეზღუდვების გარეშე”, – ამბობს რუსეთის საფეხბურთო კავშირის კომუნიკაციების დირექტორი კირილ მელნიკოვი.

წყარო: lelo.ge

SHARE