მესხი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

416

“ლელოსთან” ინტერვიუში ბუდუ ზივზივაძემ ცალკე ილაპარაკა მის თანაგუნდელზე, უკრაინაში დაბადებულ და გაზრდილ მიჰაილო (მიხეილ) მესხზე. საჭიროდ ჩავთვალეთ, ინტერვიუს ეს ნაწილი ჩვენც ცალკე მიგვეწოდებინა მკითხველისთვის.

აი, რას პასუხობს ზივზივაძე “ლელოს” კორესპონდენტს:

– საინტერეო რამ აღმოვაჩინეთთქვენი თანაგუნდელი უკრაინელი მიშა მესხი ყოფილა...

– მართლა საინტერესო ბიჭია. 21 წლისაა და საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს. მისი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ, აფხაზეთის ომის შემდეგ უკრაინაში დასახლდნენ, სადაც მიშა დაიბადა და გაიზარდა. სხვათა შორის, მამამ სახელი სწორედ დიდი მიშა მესხის საპატივსაცემოდ დაარქვა.

– საქართველოსთან კავშირი არ აქვს?

– ვიცი, რომ ნამყოფიც არ არის საქართველოში. უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ძალიან უნდა ჩამოსვლა და იმედია, ზამთარში ამ სურვილს ავუსრულებ.

– თქვენი აზრით, ჩვენი ნაკრებისთვი საინტერესო მონაცემების ფეხბურთელია?

– ის ახლა ტრავმირებულია და მისი თამაში არც მინახავს. მაგრამ ამბობენ, რომ უკრაინაში საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშის სახელი ჰქონდა. რაც მთავარია, საქართველოსკენ გული თავად მოუწევს და ამბობს, რომ მისი მიზანი ჩვენს ეროვნულ ნაკრებში თამაშია.

…საინტერესო ამბავია. ვფიქრობთ, როცა კი ამის საშუალება გაჩნდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თუ ნაკრების ხელმძღვანელობა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ ახალგაზრდით. რაც მთავარია, 21 წლის ქართველს კაცს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურს და ერთი დიდი ნაბიჯიც უკვე გადადგმულია…

წყარო: lelo.ge

SHARE