ნიკოლოზ ბასილაშვილმა

514

2019 წელი ნიკა ბასილაშვილისთვის წინა წელთან შედარებით წარუმატებელი გამოვიდა, თუმცა ამას თავისი მიზეზი ჰქონდა – მას მარჯვენა ხელის იდაყვი აწუხებდა. ბოლო ტურნირი პარიზში გამართა, სადაც პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას და დაიწყო მზადება საოპერაციოდ.

ვიდრე საოპერაციო მაგიდაზე დაწვებოდა “ინსტაგრამის” ისტორიაში დაწერა: “პირველი ოპერაცია მარჯვენა იდაყვზე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ტკივილის გარეშე ვითამაშებ”.

როგორც შევიტყვეთ, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ბასილაშვილის “ინსტაგრამ-ისტორიაში” ნაოპერაციები ხელის სურათიც ვიხილეთ.

ისღა დაგვრჩენია მალე გამოჯანმრთელება და გამარჯვებები ვუსურვოთ.

წყარო: lelo.ge

SHARE