(ვიდეო) გამარჯვების ქართული დღე სუმოში! ტოჩინოშინმა ენდო დასცა, გაგამარუმ – იროდორი

482

ნოემბრის ბაშოზე მესამე დღე წარმატებული გამოვიდა რიგით მეორე, ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუსთვის.

იგი იროდორის შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ) ნოემბერში პირველი გამარჯვებაა. მისი ბალანსია – 1:2.

უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინი კი უხერხულ მეტოქე ენდოს შეხვდა, ახლოს არ მიუშვა, თავად კი ხელი ქამარში ჩასჭიდა და დოჰიოზე გადააგორა.

1:2 ასეთია რიჩის ბალანსი.

წყარო: lelo.ge

SHARE