„5 წლის ბავშვივით ტიროდა“ – მარადონამ მესის შესახებ ისაუბრა

342
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო არმანდო მარადონამ პორტუგალიურ A Bola-სთან საუბარში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ განიცდიდა ლეო ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას.
“მე მესის მეგობარი ვარ. მე ვნახე როგორ ტიროდა ის გასახდელში, როცა 0:4 დავმარცხდით (გერმანიასთან). ძალიან ბევრი ფეხბურთელი არგენტინაში დასაბრუნებელ ფრენაზე დარდობდა. მე კი ვხედავდი როგორ ტიროდა ლეო 5 წლის ბავშივით,”- თქვა მარადონამ.
დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი 1986 წელს გახდა. ეროვნულ გუნდს კი, 2008-2010 წლებში წვრთნიდა და ტიტულის გარეშე დაასრულა სანაკრებო სამწვრთნელო კარიერა.
წყარო: sportall.ge
SHARE