რეალ სოსიედადს კოპა დელ რეის მეორე ეტაპზე სტუმრად ბესერილთან თამაში მოუწია. ლა ლიგის კლუბმა მეოთხელიგელი მეტოქე ანგარიშით 8:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ბესერილი ესპანეთში სოფელია, სადაც სულ 754 ადამიანი ცხოვრობს. სოსიედადის პრეზიდენტმა ამ სოფლის ყველა მცხოვრებს საჩუქარი გაუკეთა და ისინი ”ანოეტაზე” გასამართ მატჩზე დაპატიჟა.
ჯოკინ აპერიბაის განცხადებით, სოსიედადი სოფელს განმეორებით მატჩზე მგზავრობის ხარჯებს, სადილსა და დასასწრები ბილეთების თანხას დაუფინანსებს.
”ეს მატჩი საფეხბურთო ფესტივალის ნაწილი იყო. მადლობა მათ, რადგანაც ისინი ღირსეულად მოიქცნენ. მატჩის შემდეგ მოვიდნენ და ჩვენი ფეხბურთელები დააწყნარეს. გადავხედავთ ჩვენს კალენდარს. მოხარული ვართ, რომ სან სებასტიანში თამაშზე დასწრების საშუალება მოგვეცა.
წყარო: popsport.ge