2019 წლის საუკეთესო მეგოლე გახდა…

317

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი, 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – გვამცნობს Marca.

წყაროს ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, დღემდე, ლევანდოვსკიმ, „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში, 59 შეხვედრაში 54 ბურთი გაიტანა, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

მეორე ადგილზე „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესია, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში 58 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

მესამეზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრები შემტევი, კილიან მბაპეა – მის ანგარიშზე 44 გოლია 49 შეხვედრაში.

წყარო: worldsport.ge

SHARE