ზაზა და კლეი ტომპსონი…

591

შაბათს WSU-ს (ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საკალათბურთო გუნდი ოფიციალურად შეიყვანს თავის „დიდების დარბაზში“ კლეი ტომპსონს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ვარსკვლავს და მის პირველნომრიან მაისურას სამუდამოდ გამოფენს ვაშინგტონის შტატის ქალაქ პულმენის „ბიზლი კოლიზეუმში“. ეს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან მატჩში მოხდება.

ცერემონიალს დაესწრება „გოლდენ სტეიტის“ მრჩეველი ბიზნესისა და საკალათბურთო საკითხებში ზაზა ფაჩულია, რომელიც „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. მოგეხსენებათ, ზაზა კლეი ტომპსონის ახლო მეგობარია. ზაზასთან ერთად იქნება სტეფ კარიც. ცერემონიალზე დასწრება მწვრთნელ სტივ კერსაც სურდა, მაგრამ შაბათს „უორიორს“ სან ფრანცისკოში რეგულარული სეზონის მატჩი ელით.

წყარო: lelo.ge

SHARE