საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუმინეთს 41:13 მოუგო და რაგბი ევროპის გათამაშებას ლიდერობს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატმა პირველი ტურის TOP 5 ლელო დაასახელა, სადაც დავით კაჭარავას ლელოც მოხვდა. ქართველმა მორაგბემ რუმინეთთან 120-ე მატჩი ჩაატარა და საიუბილეო შეხვედრა ორი ლელოთი აღნიშნა. კაჭარავას მეორე ლელო რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის რჩეული გახდა!
წყარო: popsport.ge