ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ტურნირი შეაჩერა. ამის შესახებ ლა ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
კორონავირუსის გამო რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, 28-ე და 29-ე ტურები უმაყურებლოდ უნდა გამართულიყო, მაგრამ დღევანდელი ნაბიჯით გაურკვეველი ვადით ეს ორი ტური არ შედგება.
დანარჩენი კი დროთა განმავლობაში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ იტალიის სერია A-ს გათამაშებაც შეწყდა.
წყარო: worldsport.ge