უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალების თარიღები დაადგინა

283

AS-ის ინფორმაციით, უეფამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩების თარიღები დაადგინა. ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ ეს თამაშები 8 და 9 აგვისტოს გაიმართება.

ამის შემდეგ უეფა აპირებს, 8 საუკეთესო გუნდს ლისაბონში (პორტუგალია) მოუყაროს თავი და თითორაუნდიანი მატჩების ფორმატით ათამაშოს. ანუ, ეს იქნება ერთგვარი ფინალური ეტაპი, რომლის ფინალური დაპირისპირება ლისაბონშივე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში უკვე გავიდნენ “ატალანტა”, “ატლეტიკო”, “ლაიპციგი” და პსჟ. სათამაშო დარჩა საპასუხო მატჩები “ბარსელონა”-“ნაპოლის” (პირველი მატჩი 1:1), “მანჩესტერ სიტი”-“რეალის” (2:1), “ბაიერნი”-“ჩელსისა” (3:0) და “იუვენტუსი”-“ლიონის” (0:1) დაპირისპირებებში.

წყარო: lelo.ge

SHARE