championat.com: „სპარტაკს“ ჯანო ანანიძის ბედზე დაფიქრება მართებს

375
championat.com-ზე ჟურნალისტმა მიხაილ გონჩაროვმა სტატია გამოაქვეყნა რუსეთის წამყვანი გუნდების ტრანსფერების შესახებ, აღნიშნა, რომ არსებული ამოცანები ჯერ ვერ გადაჭრეს და “სპარტაკისა” და ჯანო ანანიძის თემასაც შეეხო.
“ფეხბურთელთა გაშვებაზე “თეთრ-წითლებმა” უკვე იმუშავეს, წავიდნენ ასაკოვანი გლუშაკოვი, კომბაროვი და ბოკეტი, “პორტუს” ზე ლუიში მიყიდეს.
თუმცა, ამოცანები ჯერ კიდევ გადასაჭრელია: ზაფხულის დასრულებამდე საჭიროა მომგებიანად სადმე ჰანის გაშვება (მოთამაშეს მწვრთნელი კონონოვი არ ენდობა, მაგრამ ღირსეული წინადადებები არ არსებობს) და ლომოვიცკისა და მელქაძის იჯარაზე დაფიქრება.
კიდევ – დაბრუნებული ანანიძის ბედზე, რომელიც “კრილიაში” ნახევარ წელიწადში ოდნავადაც არ გახდა უფრო ძლიერი და სტაბილური”.

წყარო: sportall.ge

SHARE