ESPN: „მანჩესტერ სიტი“ ლიონელ მესის ხელში ჩაგდების გეგმას აწყობს

360
“მანჩესტერ სიტი” ყურადღებით ადევნებს თვალს ლიონელ მესის კონფლიქს “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან და ამის პარალელურად, “ქალაქელები” არგენტინელის ხელში ჩასაგდებად გეგმებსაც აწყობენ. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

 

მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც არგენტინელი თავისუფალ აგენტი, შესაძლოა, ამ ზამფხულშიც გახდეს.

 

თუ მესი “ბარსას” დატოვებს, მისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ “სიტი” იქნება, რადგან არგენტინელს ძალიან კარგი ურთიერთოა აქვს ინგლისური კლუბის სპორტულ დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინთსა და მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან.

 

წყაროს მიხედვით, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გუნდი, იმ მცირეთაგანია, რომელსაც შეუძლია მესის წლიური ხელფასის სახით 50 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.
წყარო: sportall.ge
SHARE