FIFA THE BEST! ფიფამ საუკეთესოები გამოავლინა

259

მილანში გაიმართა ფიფას საუკეთესოების დაჯილდოების ცერემონიალი. წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა “ლივერპულის” გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, საუკეთესო ფეხბურთელად კი “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი.

ფიფას ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა. მის გარდა ნომინანტებად წარდგენილნი იყვნენ ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, კრიშტიანო რონალდო და “ლივერპულის” მცველი, ვირჯილ ვან დეიკი. 2018-19 წლების სეზონში მესიმ “ბარსელონასთან” ერთად ესპანური პრიმერა მოიგო. არგენტინელმა ლა ლიგაში 34 შეხვედრა ჩაატარა, 36 გოლი შეაგდო და 15 საგოლე პასი გააკეთა.

საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა “ლივერპულის” დამრიგებელი, იურგენ კლოპი. მის გარდა ამ ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებდნენ “სიტის” გურუ პეპ გვარდიოლა და “ტოტენჰემის” დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო.

გასულ სეზონში “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა და პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მეკარედ ფიფამ “ლივერპულის” ბრაზილიელი კარის დარაჯი, ალისონი დაასახელა. მის გარდა ჯილდოს მოპოვება შეეძლოთ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (“ბარსელონა” ) და ედერსონს (“სიტი”) .

შედგა ფიფას სიმბოლური ნაკრები: ალისონი (სიტი) – ვან დეიკი (ლივერპული), დე ლიხტი (იუვენტუსი), მარსელო, სერხიო რამოსი (ორივე რეალი) – აზარი, მოდრიჩი (ორივე რეალი), დე იონგი (ბარსელონა) – მბაპე (პსჟ), მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

წყარო: lelo.ge

SHARE