Mundo Deportivo: ლიონელ მესი „ბარსელონას“ დატოვებს

327
“ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.
Mundo Deportivo-ს მიხედვით, 32 წლის არგენტინელმა გადაწყვიტა, კლუბი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვოს, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
ესპანური მედია ამტკიცებს, რომ მესის საკუთარი ოცნების ასრულება სურს – არგენტინულ “ნიუელზ ოლდ ბოიში” დაასრულოს კარიერა.
მესი “ბარსელონას” სტრუქტურაში 2000 წლიდან იმყოფება. პირველ გუნდში მას დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. “ბარსელონას” მაისურით მან 34 ტიტული მოიგო. გარდა ამისა, მესი 5 “ოქროს ბურთის” მფლობელია და დიდი ალბათობით, მეექვსესაც მოიგებს.
წყარო: sportall.ge
SHARE