PA ექვს ერზე – „უკვე ძნელია იტალიის გამართლება, საქართველო თავისას ითხოვს“

443

Press Association-მ ექვსი ერის პირველობის მესამე ტურის შეჯამება გამოაქვეყნა – “ხუთი რამ, რაც ექვსი ერის ამ უქმეების მატჩებში გავიგეთ”. ერთ-ერთი თავი მთლიანად ეძღვნება იტალიის ნაკრების ცუდ გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ შინ 0:17 დათმო შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში.

“ყოველი ეტაპის შემდეგ ისმის ხმამაღალი საუბარი იმაზე, თუ რამდენ ხანს უნდა ჰქონდეს კიდევ იტალიას გარანტირებული პოზიცია ევროპის ელიტაში?

რომში 0:17 მარცხის შემდეგ გრძელდება მათი მოუგებელი სერია ჩემპიონატში – ეს სერია უკვე 5 წლისაა და 25 მატჩს ითვლის. ძალიან რთულია, იტალიის ნაკრების პოზიციის გამართლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო დაჟინებით ითხოვს თავისას, თანაც უკვე დაიბადა ამბიციური გეგმა  ტურნირზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების დამატების შესახებ”, – წერს სააგენტო.

მაშინ, როცა იტალიის ნაკრები მიჯრით აგებს და რეიტინშგი მე-14 პოზიციაზე დაეშვა, საქართველო რეიტინგში მე-12-ეა. ახლახან “ბორჯღალოსნებმა” ბელგიას ქუთაისში 78:6 მოუგეს. “იმედია, საქართველო მალე აღარ ითამაშებს ჩვენს დივიზიონში”, – თქვა ბელგიელების თავკაცმა ამ მატჩის შემდეგ.

წყარო: popsport.ge

SHARE