19-წლამდელთა ნაკრებებმა უნგრეთში მიმდინარე ევროშესარჩევის მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა ყაზახი თანატოლები 3:1 დაამარცხეს. ქართველთაგან იაკობიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც დავითაშვილმა გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
საქართველო (4-4-2): კუპატაძე – კაპანაძე (85. აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე – გულიაშვილი, მექვაბიშვილი (79. გაგნიძე), დავითაშვილი (კაპ.), აზაროვი (85. ჭავჭანიძე) – იაკობიძე (79, გაგუა), მოისწრაფიშვილი (61. მესიაჩენკო).
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 7-3 | 6 |
2. ხორვატია | 1 | 1 | 0 | 0 | 3-0 | 3 |
3. უნგრეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 2-4 | 0 |
4. ყაზახეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-6 | 0 |
გადამწყვეტ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან 15 ოქტომბერს გამართავს.
წყარო: lelo.ge