U20. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ცნობილია

544
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე (B დივიზიონი) საქართველოს მეოთხედფინალური მეტოქე გაირკვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იქნება.

პორტუგალიელებმა ბოლო ტურის მატჩში ბელგია 81:53 გაანადგურეს და C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დებულების თანახმად, პლეი-ოფში ჯვარედინი სისტემით A ჯგუფი B-ს უწყვილდებოდა, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, C ჯგუფის მეორეადგილოსანი საქართველო D ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიას შეხვდება.

მეოთხედფინალის წყვილები მთლიანობაში ასე გამოიყურებიან:

რუსეთი (A1)-ბულგარეთი (B2)
ჩეხეთი (B1)-ისლანდია (A2)
ჰოლანდია (C1)-ბელგია (D2)
პორტუგალია (D1)-საქართველო (C2)

18 ივლისი ტურნირზე დასვენების დღეა და მეოთხედფინალები 19 ივლისს გაიმართება.

საქართველოსა და პორტუგალიის მეოთხედფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათიდან დაიწყება.

წყარო: sportall.ge
SHARE