U23. ქართველმა ძალოსანმა გიორგი დოკვაძემ ევროპირველობაზე 3 მედალი მოიგო!

360
20 ოქტომბერს ქართველმა ძალოსანმა გიორგი დოკვაძემ რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა.
დოკვაძემ ატაცში 109 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში – 126 კილოგრამი და ბრინჯაოს მედალი ერგო. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 235 კილოგრამი დააგროვა, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი გადაეცა.
დღეს ფიცარნაგზე გამოვლენ:
67 კგ – გურამ გიორბელიძე – 21 ოქტომბერი, 16:00 სთ.
67 კგ – კახი ასანიძე – 21 ოქტომბერი, 16 00 სთ.
73 კგ – არჩილ მალაყმაძე – 21 ოქტომბერი, 20:00 სთ.
წყარო: sportall.ge
SHARE