(ვიდეო) კლასმა თავისი გაიტანა, საბურთალო ევროპალიგაზე გადაერთო

380

საბურთალო” ზაგრების “დინამოსთან” საპასუხო მატჩშიც დამარცხდა და გადაინაცვლა ევროპალიგაზე,

III საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონ ერევნის “არარატარმენიას” შეხვდებამატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.

ვის აკვირდებოდა ვაისი?

დასჯილ “მაქსიმირზე” მატჩს ჰყავდა ერთი ისეთი მაყურებელი, რომელიც ჩვენს ინტერესს იწვევდა: ზაგრებში ჩავიდა ვლადიმირ ვაისი მეუღლესთან ერთად და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის თანდასწრებით ადევნა თვალი “დინამოსა” და “საბურთალოს” მატჩს.

ცხადია, ხორვატიის დედაქალაქში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შემთხვევით ვერ მოხვდებოდა. როგორც ჩანს, მას “საბურთალოს” რომელიღაც მოთამაშე (ან შეიძლება მოთამაშეებიც) აინტერესებს. მაგრამ რომელი?..

ღირსეული ტაიმი

როგორც მოსალოდნელი იყო, გასვლით მატჩში გამარჯვებამ მასპინძლები ოდნავ მოადუნა, “საბურთალო” კი შეეცადა, თამაში აგრესიულად დაეწყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდა, თუ არ აღემატებოდა.

თამაშის დასაწყისშივე “საბურთალოს” ანგარიშის გახნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ოგნიენროლოვიჩმა ვერ ივარგა – საჯარიმოში შეჭრილმა ვერც დაარტყა და არც პასი გამოუვიდა, არადა, კონტრშეტევისას მეტოქის დაცვაში დიდი სივრცე იყო…

მე-19 წუთზე ხორვატებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს, მაგრამ მარინ ლეოვაცმა ბურთი კარგად ვერ დაიმორჩილა და მშვენიერი მომენტი გაანიავა.

22-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ კარის წინ იზეთ ჰაიროვიჩი გაიხსნა და მცველს გასცდა, მაგრამ შესანიშნავი შანსი ხელიდან გაუშვა – კარს ახლო მანძილიდან აცილა.

ერთ წუთში კი სწრაფი კონტრშეტევა “საბურთალომ” წამოიწყო – ნიკა მალის გადაცემით საჯარიმოში გიორგი გაბედავა შეიჭრა, რომელმაც მახვილი კუთხიდან კარს ოდნავ ააცილა და მასპინძლები საკმაოდ აანერვიულა…

33-ე წუთზე ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი ისევ გაბედავას ჰქონდა – სანდრო ალთუნაშვილმამშვენიერი გადაცემით მას შეტევა საჯარიმოში გაუგრძელა, მაგრამ… “საბურთალოს” თავდამსხმელის თავურ დარტყმაზე მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა პოზიცია ზუსტრად შეარჩია და ბურთს იოლად დაეუფლა.

ერთ წუთში კი მალის ფლანგური გადაცემსი შემდეგ ანგარიშის გახსნის მორიგი შანსი როლოვიჩს ჰქონდა, მაგრამ ჩერნოგორიელმა თავდამსხმელმა ბურთს ფეხი კარგად ვერ დაუხვედრა და მშვენიერი მომენტი გაანიავა.

44-ე წუთზე ლაზარე კუპატაძეს ბურთს აღებაში მცველებმა ხელი შეუშალეს – მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობის შედეგად წარმოქმნილი არეულობის შემდეგ “საბურთალოს” დასჯა მისლავ ორშიჩს შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და საქართველოს ჩემპიონი გადარჩა.

პირველი ტაიმის შემდეგ “საბურთალოს” ბურთის ფლობის უპირატესობაც ჰქონდა.

გადაადგილებები

მეორე ტაიმი შედარებით მშვიდად დაიწყო, მაგრამ ძალიან ცუდად დასრულდა. “საბურთალოსთვის” უსიამოვნო ამბავი 59-ე წუთზე მოხდა, როცა ნიკა მალი დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. მის ნაცვლად კი ჭიაბრიშვილმა 19 წლის მცველი იური ტაბატაძე შეუშვა და მცირედი გადაადგილებებიც მოხდა – გია ჩაბრაძე მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე გადავიდა, მისი პოზიცია კი ახალგაზრდა მცველმა დაიკავა.

ზაგრებელთა მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ კი შეტევის გასაძლიერებლად, სწრაფი და მოძრავი მარიო გავრანოვიჩის ნაცვლად, მოედანზე ტანმაღალი, ჯანმაგარი და ძალიან სასარგებლო ბრუნო პეტკოვიჩი შეიყვანა. ბოლოსკენ კი მოედანზე 38 მილიონად შეფასებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ტალანტს, დანიელ ოლმოსაც უხმო, რომლის გადაბირებასაც “ბაიერნი” ცდილობს…

მასპინძლები შეტევების განვითარებას ცდილობდნენ. თავიდან ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ახალშესული პეტკოვიჩის დარტყმაც უკბილო და უშედეგო გამოდგა.

სულ რაღაც 17 წუთში…

მაგრამ საბოლოოდ, ბიელიცას შეცვლებმა გაამართლეს და მასპინძლებს გამარჯვება სწორედ მოედანზე შესულებმა მოუტანეს. მათი აქტიურობის შედეგად, 17 წუთში 3 გოლი გავიდა.

“საბურთალოს” შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა: 83-ე წუთზე გეგა დიასამძემ საჯარიმოში როლოვიჩი მოძებნა, რომელმაც ვერ დაარტყა, მაგრამ კარის წინ გაბედავას უპასა – ზაგრებელთა მცველმა დინო პერიჩმა სასწაულებრივად მოიგერია ბურთი ფეხის წვერით და მომენტი განმუხტა.

დინამო (ზ)-საბურთალო  3:0 (პირველი მატჩი 2:0)
30.07. ზაგრები. მაქსიმირი
1:0 ორშიჩი (77. პეტკოვიჩის პასით), 2:0 პეტკოვიჩი (88. ოლმოს პასით), 3:0 ოლმო (90+4. პეტკოვიჩის პასით)
დინამო (4-3-3): ლივაკოვიჩი – პინტულეშკოვიჩიპერიჩილეოვაცი – კაძიორი (75. ოლმო), ადემიგოიაკი – ჰაიროვიჩი (84. მაიერი), გავრანოვიჩი (63. პეტკოვიჩი), ორშიჩი
სათადარიგოები: ხორკაშიშიტუმიმოროდილავერი
მწვრთნელი: ნენად ბიელიცა
საბურთალო (5-3-2): კუპატაძე – მალი (59. ტაბატაძე), მარგველაშვილიკაკუბავარეხვიაშვილიჩაბრაძე (69. ჯინჯოლავა) – ალთუნაშვილიცნობილაძეგორგიაშვილი (61. დიასამიძე) – გაბედავაროლოვიჩი
სათადარიგოები: მიგინეიშვილილაკვეხელიანიყენიაგულიაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილებები: ლეოვაცი (20), ცნობილაძე (41)
არბიტრი: დანიელე დოვერი (იტალია)

წყარო: lelo.ge

SHARE