ჰამბურგის ტურნირიზე მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა!

581

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდი (77) ორ სეტში 6:2, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 1 გეიმი დათმო, საპასუხოდ კი, 4 ბრეიკი შეასრულა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ასე დამაჯერებლად ნიკოლოზს დიდი ხანია არ მოუგია და საერთოდ, ჰამბურგის ტურნირზე ძალიან კარგად თამაშობს. ბოლო თვეების თამაშებს თუ გადავხედავთ, ნიკოლოზს პროგრესი აქვს და ეს ძალიან სასიხარულოა.

მოგვიანებით გაირკვევა, თუ ვინ იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში. დიდი ალბათობით, ეს ალეკსანდრ ზვერევი (5) უნდა იყოს, რომელიც სერბ ფილიპ კრაინოვიჩს (58) ხვდება.

შეგახსენებთ, ნიკოლოზი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და აუცილებლად სჭირდება გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 500 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და რეიტინგში დაქვეითდება.
წყარო: sportall.ge
SHARE